saqarTvelos mwvervalebi - buZgori

 

ბუძგორი - მწვერვალი შოდა-კედელას (რუბოძალის) ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3226 მ. აგებულია ქვედაცარცული თიხაფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებითა და მერგელებით. ბუძგორის ჩრდილოეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარე რუბოძალს (რიონის მარჯვენა შენაკადი), სამხრეთ კალთაზე ჩაბალახის მარჯვენა და საკაოს მარცხენა შენაკადებს. მწვერვალი გაშიშვლებულია, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია.